weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

დამცინავი „ოქროს ჟოლოს“ დაჯილდოების გამარჯვებული ანიმაცია The Emoji Movie გახდა

12:20 კვირა, 04 მარტი 2018

„ოქროს ჟოლოს“ რიგით 38-ე დაჯილდოება ლოს ანჯელესში, ტრადიციულად ოსკარის ცერემონიის წინა დღეს გაიმართა და 2017 წლის ყველაზე ცუდი ჰოლივუდური ფილმები და მსახიობები გამოვლინდა.

2017 წლის ყველაზე ცუდ ფილმად ანიმაცია The Emoji Movie დასახელდა, რომელმაც ასევე „გაიმარჯვა“ სამ სხვა კატეგორიაში. ორი ჯილდო გადაეცა ეროტიკულ მელოდრამას „ორმოცდაათი ელფერით მუქი“.

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოებას წინ უძღოდა კინოწრეებიდან წამოსული კრიტიკა, რაც გამოწვეული იყო დარენ არონოვსკის არაერთგვაროვნად შეფასებული ფსიქოლოგიური თრილერი ფილმის „დედა!“ ნომინაციებში მოხვედრით.

დაჯილდოებულ ფილმთა სია ასეთია:

ყველაზე ცუდი ფილმი - The Emoji Movie

ყველაზე ცუდი რეჟისორი - ტონი ლეონდისი (The Emoji Movie)

ყველაზე ცუდი მსახიობი მამაკაცი - ტომ კრუზი (The Mummy)

ყველაზე ცუდი მსახიობი ქალი - ტაილერ პერი (Boo 2! A Madea Halloween)

ყველაზე ცუდი მსახიობი მამაკაცი მეორეხარისხოვან როლში - მელ გიბსონი (Daddy’s Home 2)

ყველაზე ცუდი მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში - კიმ ბესინგერი (Fifty Shades Darker)

ყველაზე ცუდი ეკრანული წყვილი - ნებისმიერი ორი ემოძი (The Emoji Movie)

ყველაზე ცუდი პრიკველი/სიკველი/რიმეიქი/რიპ-ოფი - Fifty Shades Darker

ყველაზე ცუდი სცენარი - The Emoji Movie

იმდენად ცუდი ნომინანტი, რომ შეგიყვარდათ კიდეც - Baywatch

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]