weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ეგვიპტურ მუმიებზე პლანეტის ერთ-ერთი უძველესი ტატუები აღმოაჩინეს

14:43 სამშაბათი, 06 მარტი 2018

ბრიტანეთის მუზეუმში დაცულ მამაკაცისა და ქალის ძველეგვიპტურ მუმიებზე (ძვ. წ. 3351-3017 წლები) არსებული სვირინგები ტატუირების ერთ-ერთ უძველეს შემთხვევას წარმოადგენს.

აღნიშნულ მუმიებზე უფრო ძველი ტატუები აღმოჩენილია მხოლოდ ალპების მყინვარებში, იოცის ყინულის კაცის სხეულზე. იგი ეკუთვნის მამაკაცს, რომელიც ევროპაში ძვ. წ. 3400-3100 წლების პერიოდში ცხოვრობდა, თუმცა იოცის ტატუები სრულიად სხვანაირია, ვიდრე - ეგვიპტური მუმიების.

იოცის სხეულს ხაზებისა და ჯვრების გამოსახულების 61 ტატუ ჰქონდა. ისინი დახატული იყო სხეულის განაკაწრებში ჭვარტლის შეყვანის გზით კისრის ქვედა ნაწილსა და სახსრებში, ანუ ადგილებში, სადაც სხვადასხვა დაავადებებს უნდა ჰქონოდა კვალი დატოვებული. მისი ტატუები შესაძლოა დიაგნოსტიკური ან თერაპიული ხასიათის ყოფილიყო.

ბრიტანეთის მუზეუმის მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, იოცის ყინულის კაცისგან განსხვავებით, გებელეანის მუმიების სახელით ცნობილ ორ ეგვიპტურ მუმიას დეკორატიული, გარკვეულწილად სიმბოლური ტატუები აქვს. კაცს (გებელეინის კაცი A) ორი ტატუ აქვს: მკლავის ზედა ნაწილზე გამოსახული გარეული ხარი და ბერბერული ცხვარი, ქალს კი ასევე მკლავის ზედა ნაწილსა და მხარბეჭზე სწორხაზოვანი და S-ის ფორმის გამოსახულებები ამშვენებს.

მუმიებზე ტატუების შემჩნევა ცოტა ხნის წინ, ულტრაიისფერი ფოტოგრაფიის წყალობით მოხერხდა. ორივე მუმიას ტატუ კანის ზედა ფენაში აქვს გაკეთებული, რისთისაც გამოყენებულია ნახშირბადისგან დამზადებული გარკვეული სახის მელანი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]