გავრცელებული ინფორმაციით, ფილმის გადაღებები აპრილში დაიწყება. პროექტი, რომელიც მრავალი წელია გეგმაში იყო, ჩიკაგოს ყველაზე გვალენიან განგსტერ ალ კაპონეს სიცოცხლის ბოლო წლებზე იქნება.
აღსანიშნავია, რომ ტომ ჰარდიმ სხვა ცნობილი კრიმინალის როლები აქამდე ორ ბიოგრაფიულ ფილმში ითამაშა: 2008 წელს გამოსულ ფილმში „ბრონსონი“, მან ბრიტანეთის ყველაზე სასტიკ პატიმრად წოდებული მაიკლ „ჩარლზ ბრონსონ“ პიტერსონი განასახიერა, 2015 წელს კი მისი შესრულებით ბიოპიკი სათაურად „ლეგენდა“ გამოვიდა, სადაც მსახიობი ცნობილი ინგლისელი განგსტერი ტყუპების, რონალდ და რეჯინალდ კრეიების როლში იყო. ტომ ჰარდის ასევე უთამაშია რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულ განგსტერულ ბიოგრაფიულ სურათში - Lawless.
რაც შეეხება ალ კაპონეს, მისი საეკრანო სახე სხვადასხვა წლებში ისეთმა მსახიობებმა შექმნეს, როგორებიც არიან: როდ სტაიგერი, ჯეისონ რობარდსი და ბენ გაცარა, ყველაზე დასამახსოვრებელი კი მათ შორის რობერტ დე ნირო იყო რეჟისორ ბრაიან დე პალმას ფილმში - The Untouchables.