weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოსკარების რეკორდსმენი კომპოზიტორი „ვარსკვლავური ომებიდან“ მიდის

14:27 პარასკევი, 09 მარტი 2018

86 წლის კინოკომპოზიტორმა ჯონ უილიამსმა განაცხადა, რომ „ვარსკვლავური ომების“ მე-9 ეპიზოდი, რომელსაც რეჟისორი ჯ. ჯ. აბრამსი გადაიღებს, კინოსაგის უკანასკნელი ფილმი იქნება, რომლისთვისაც იგი მუსიკას დაწერს.

ამ მომენტამდე ჯონ უილიამსს კინოსერიების რვა ეპიზოდისთვის აქვს მუსიკა შექმნილი, შესაბამისად, კომპოზიტორს ჯამში სამივე ტრილოგიის ცხრა ფილმისთვის ექნება მუსიკა დაწერილი. ფრანშიზის ორი სპინ-ოფისთვის მის ნაცვლად მაიკლ ჯაკინომ (Rogue One: A Star Wars Story) და ჯონ პაუელმა იმუშავეს (Solo: A Star Wars Story).

ლეგენდარულ კომპოზიტორს ამ დროისთვის ჯამში 51 საოსკარე ნომინაცია და მათგან 5 მოპოვებული ჯილდო აქვს, რითაც იგი რეკორდსმენი კინოკომპოზიტორია. „ვარსკვლავური ომებით“ კი იგი ოსკარზე ხუთჯერ იყო ნომინირებული და ერთი ოსკარი აქვს აღებული.

„ვარსკვლავური ომების“ რიგით მე-9 ეპიზოდი კინოეკრანებზე 2019 წლის დეკემბერში გამოვა, მაისში კი პრემიერა შედგება სპინ-ოფ სერიისა (Solo: A Star Wars Story), რომელიც პერსონაჟ ჰან სოლოს ახალგაზრდობის შესახებაა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]