სათამაშოს მწარმოებლების მიერ 8 ათასზე მეტი მშობლის გამოკითხვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დედების 86% წუხს იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენს ბარბი მათ შვილზე და რა როლურ მოდელს აითვისებენ მათგან გოგონები. ამის გამო ბარბის გენერალურმა მენეჯერმა ლაისა მაკნაითმა გადაწყვიტა ხსენებული რეალური პერსონების შთამაგონებელი გარეგნობის მქონე თოჯინების გამოშვება.
შთამაგონებელი ქალების თოჯინები, როგორც ახალ ბარბებს უწოდეს, ისეთი ისტორიული და ცნობილი სახეების გარეგნობის მქონეებია, როგორებიც არიან: ფრიდა კალო, ამელია იარჰარტი, ავა დუ ვერნე და სხვა.
ეშლი გრემი, მოდელი და აქტივისტი
კატერინ ჯონსონი, NASA-ს მათემატიკოსი და ფიზიკოსი
ელენ დაროზი, შეფ-მზარეული
სარა გამა, ფეხბურთელი
მარტინა ვოიცეხოვსკა, ჟურნალისტი
გაბი დუგლასი, გიმნასტი
სიაოტონ გუანი, მსახიობი
ავა დუვერნე, რეჟისორი
იუან იუან ტანი, პრიმა ბალერინა
ქლოე კიმი, სნოუბორდისტი
ლეილა პიედაიეში, დიზაინერი
ფრიდა კალო, მხატვარი
პატი ჯენკინსი, რეჟისორი
ნიკოლა ადამს ობე, მოკრივე
იბტიჰაჯ მუჰამადი, მოფარიკავე
ბინდი ირვინი, ზოოლოგი
ამელია იარჰარტი, მფრინავი
ჰუი რუოცი, ფრენბურთელი