weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ავსტრალიის სანაპიროსთან ბოთლში ჩადებული უძველესი წერილი იპოვეს

16:05 პარასკევი, 09 მარტი 2018

დასავლეთ ავსტრალიის სანაპიროსთან 132 წლის წინანდელი ბოთლი იპოვეს, რომელშიც წერილი დევს. როგორც წერილიდან ირკვევა, ბოთლმა, რომელიც 1886 წელს ინდოეთის ოკეანეში არსებული გემიდან გაუშვეს, საუკუნეზე მეტხანს იცურა და 950 კილომეტრის მოშორებით აღმოჩნდა.

სასმელ ჯინის ძველი ბოთლი ადგილობრივმა მცხოვრებმა კუნძულ ვედჯზე, სანაპიროდან 50 მეტრის მოშორებით ქვიშაში იპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ბოთლს თავსახური არ ჰქონდა, თითქმის ხელუხლებლადაა შენახული მასში ჩადებული წერილი.

როგორც წესი, მსგავს შემთხვევებში ყველას წარმოუდგენია, რომ ბოთლში უკაცრიელ კუნძულზე ჩარჩენილ ადამიანთა სასოწარკვეთილი წერილი უნდა იდოს, დახმარების თხოვნით, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე სულ სხვაგვარადაა - იგი ეხება გერმანულ ექსპერიმენტს, რომელიც 1864-1893 წლებში ოკეანის დინებებს იკვლევდა. ხსენებულ დროს გერმანული გემებიდან ოკეანეში ათასობით ბოთლი ჩაყარეს. თითოეულ მათგანში იდო ქაღალდის გრაგნილი, რომელზეც ეწერა თარიღი, ბოთლის გაშვების მომენტში გემის ზუსტი კოორდინატები, გემის სახელი, მისი მშობლიური ნავსადგური და მის მიერ გავლილი გზა. პროექტი არც თუ ისე გამართლებული აღმოჩნდა, რადგან ბოთლის მპოვნელს პოვნის ადგილის შესახებ უნდა ეცნობებინა ჰამბურგის საზღვაო ობსერვატორიის ან გერმანიის უახლოესი საკონსულოსთვის.

ეს ბოთლი გემიდან გადააგდეს 1886 წლის 12 ივნისს, სამხრეთის განედის 32° 49′ და აღმოავლეთის გრძედის 105° 25′-ზე

გემი: ბარკის ტიპის გემი „პაულა“

მარშრუტი: კარდიფი-მაკასარი

მპოვნელს ვთხოვთ, ბოთლში ჩადებული წერილი გააგზავნოს ჰამბურგში, გერმანიის საზღვაო ობსერვატორიაში ან მიბრძანდეს უახლოეს საკონსულოში და შეავსოს სპეციალური ფორმა.

გერმანელი კაპიტნის კალმით შევსებული გრაფები გაუფერულებულია, შესაბამისად, მპოვნელის ქმარმა კიმ ილმენმა პატარა გამოძიება ჩაატარა და ნაწერის წაკითხვაც შეძლო. თარიღი (1886 წლის 12 ივნისი), კოორდინატები, მარშრუტი (კარდიფი-მაკასარი) და გემის სახელი.

ავსტრალიელმა მპოვნელმა ბოთლი დასავლეთ ავსტრალიის მუზეუმში მიიტანა. მუზეუმის ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ წერილზე მითითებული მონაცემები ზუსტად შეესაბამებოდა ისტორიულ ჩანაწერებს, რადგან 1886 წელს გემი „პაულა“ სპეციფიკურ მარშრუტზე მოძრაობდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]