weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

„სოპრანოს კლანს“ პრიკველი ფილმი ექნება

11:47 შაბათი, 10 მარტი 2018

ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სერიალად მიჩნეულ „სოპრანოს კლანს“ (The Sopranos) წინამდებარე კინოისტორია, ე.წ. პრიკველი მხატვრულ ფილმი ექნება, სათაურად „ნიუარკის ბევრი წმინდანი“ (Many Saints of Newark), რომლის სცენარის ავტორიც თავად საკულტო კრიმინალური სერიალის შემქმნელი დევიდ ჩეიზია.

კინოკომპანია New Line Cinema-ს ახალ ფილმში მოქმედება 1960-იან წლებში განვითარდება და ნიუარკის აფრო-ამერიკელ და იტალო-ამერიკელ ბანდებს შორის რასობრივ სისხლიან გარჩევებზე გვიამბობს. მაყურებელი მასში სერიალის რამდენიმე გმირსაც იხილავს.

ფილმის რეჟისორს თავად სცენარისტი და პროდიუსერი დევიდ ჩეიზი შეარჩევს.

შეგახსენებთ, რომ „სოპრანოს კლანი“ ტელეარხ HBO-ს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ტელეპროექტად ითვლება. იგი HBO-ზე 1999-2007 წლებში ექვს სეზონად გადიოდა. სერიალს მოპოვებული აქვს ემის 21 და ოქროს გლობუსის 5 ჯილდო, სხვადასხვა გამოკითხვითა და შეფასებებით კი იგი ყველა დროის საუკეთესო სერიალად დასახელდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]