კინოკომპანია New Line Cinema-ს ახალ ფილმში მოქმედება 1960-იან წლებში განვითარდება და ნიუარკის აფრო-ამერიკელ და იტალო-ამერიკელ ბანდებს შორის რასობრივ სისხლიან გარჩევებზე გვიამბობს. მაყურებელი მასში სერიალის რამდენიმე გმირსაც იხილავს.
ფილმის რეჟისორს თავად სცენარისტი და პროდიუსერი დევიდ ჩეიზი შეარჩევს.
შეგახსენებთ, რომ „სოპრანოს კლანი“ ტელეარხ HBO-ს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ტელეპროექტად ითვლება. იგი HBO-ზე 1999-2007 წლებში ექვს სეზონად გადიოდა. სერიალს მოპოვებული აქვს ემის 21 და ოქროს გლობუსის 5 ჯილდო, სხვადასხვა გამოკითხვითა და შეფასებებით კი იგი ყველა დროის საუკეთესო სერიალად დასახელდა.