weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იტალიელებმა მსოფლიოში უსწრაფესი ჰიპერქარი შექმნეს

13:22 ორშაბათი, 12 მარტი 2018

უახლესმა იტალიურმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ სახელად Corbellati, ჟენევის ავტოსალონზე საზოგადოებას თავისი პირველი ავტომობილი გააცნო. უმძლავრესი ჰიპერქარი სახელად Missile, მსოფლიოში უსწრაფესი საგზაო ავტომობილის ტიტულისთვის იბრძოლებს.

შემქმნელთა მონაცემების მიხედვით, Corbellati Missile აღჭურვილია 9.0 ლიტრიანი, ბიტურბო, 1825 ცხენისძალიანი V8 ძრავით, მისი მაქსიმალური სისწრაფე კი 500 კმ/სთ-ს აჭარბებს.

იტალიური ჰიპერქარის შასი და ძარის პანელები ნახშირბოჭკოვანი მასალისგანაა დამზადებული, სამუხრუჭე დისკები კარბონ-კერამიკულია. ავტომობილს გააჩნია „თვითბლოკირებადი“ დიფერენციალი და პნევმოსაკიდარი ძარის დონის გაწონასწორების ავტომატური უნარით.

ამ მომენტისთვის მსოფლიოში უსწრაფეს სერიულ ავტომობილად შვედური ჰიპერქარი Koenigsegg Agera RS ითვლება, 5.0 ლიტრიანი, ბიტურბო, 1176 ცხენისძალიანი V8 ძრავით, რომელმაც 2017 წლის ნოემბერში, ნევადას შტატის გზაზე 457 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

წყარო: Adjarasport

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]