გილერმო დელ ტორომ, რომელიც ასევე ცნობილია ახალგაზრდა მექსიკელი რეჟისორების ფილმების პროდიუსერობით, წამახალისებელი სიახლე ოსკარის ნომინანტ რიჩარდ ჯენკინსთან ერთად დააწესა, რომელმაც ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა რეჟისორის ყველაზე წარმატებულ ფილმში „წყლის ფორმა“ (The Shape of Water).
აღიარებული რეჟისორი ამჟამად მშობლიურ ქალაქ გვადალახარაში მიმდინარე საერთაშორისო კინოფესტივალზე იმყოფება, სადაც ათასობით მსურველს უფასო მასტერკლასებს უტარებს. ხსენებული სტიპენდია ყოველწლიურად სწორედ გვადალახარას კინოფესტივალის ჩატარებისას გაიცემა.