weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბრიტანელმა დი-ჯეიმ უძილობის საწინააღმდეგო ალბომი გამოუშვა

10:29 სამშაბათი, 13 მარტი 2018

ბრიტანელმა დისკ-ჟოკეიმ, ტომ მიდლტონმა მუსიკალური ალბომი გამოუშვა, რომელიც მისი თქმით, ადამიანს უძილობის დამარცხებაში ეხმარება. ნეირობილოგების დახმარებით შექმნილ ალბომში არსებული მელოდიები მოდუნებას უწყობს ხელს, ანელებს გულის ცემის რიტმს, სუნთქვას და მშვიდად გადაჰყავს ადამიანი ძილში.

მიდლტონის თქმით, მსგავსი ალბომის ჩაწერა მის შემოქმედებაში ყველაზე რთული პრაქტიკა იყო. სიმღერები კი გატესტეს და ისინი მართლაც ეფექტური აღმოჩნდა.

ხსენებული დი-ჯეი მუსიკალური ფესტივალებითა და ენერგიული მიქსებითაა ცნობილი. მისი კარიერა 90-იან წლებში დაიწყო, როდესაც იგი ცნობილ მუსიკოსებთან თანამშრომლობდა. თავის დროზე მიქსები მან კაილი მინოუგისთვის, პრინსისთვის და სხვა ვარსკვლავებისთვის შექმნა.

გაუთავებელი გასტროლების გამო კი ტომ მიდლტონს ინსომნია დაეწყო. სწორედ ამის შემდეგ მოისურვა მან ამ მოვლენის მეცნიერული შესწავლა, რაც საბოლოოდ განსხვავებული ალბომის გამოშვებით დასრულდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]