ვიდეოკლიპის სიუჟეტის მიხედვით, ტეილორ სვიფტი ღონისძიების სტუმარია, სადაც მას ჯადოსნურ ჩანაწერს გადასცემენ, ცოტა ხნის შემდეგ ის მიხვდება, რომ უჩინარია და ამ უპირატესობით სარგებლობს.
ვიდეომ YouTube-ზე ორ დღეში თითქმის მილიონი ნახვა დააგროვა. თაყვანისმცემლები კომენტარებში აღნიშნავენ, რომ 10 გრემის მფლობელი მომღერლის ნამუშევარი გულწრფელი და რეალისტური გამოვიდა.