„გარდიანის“ მიერ გამოქვეყნებული ფოტო-კოლაჟიდან არჩეულ 10 საუკეთესო ფოტოზე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილის მკვიდრი ცხოველები და ფრინველებია დაფიქსირებული.
ვიქტორია ჯოუნსი - წყლის ფრინველი თავისი ორი ნაშიერით ბლექვოლის აუზში, ლონდონი, ინგლისი.
Alamy Stock Photo - წითელგვერდა ანკარები ზამთრის სოროდან გამოდიან ნარსისში, მანიტობას შტატი, კანადა.
ჯენიფერ კაპუჩიო - საავტომობილო გზაზე დაშავებული დათვი ლა ვერნეში, კალიფორნია.
ფრედერიკ ბრაუნი - თაფლის მომპოვებელი ფუტკარი გაქრობის წინაშე მყოფი ყვავილის (Brodiaea) დამტვერვას ახდენს კალიფორნიის შტატის ქალაქ გლენდორას მახლობლად.
ნილ ჰერბერტი - თეთრი ძუ მგელი იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში იშვიათი სახეობაა.
Alamy Stock Photo - ენოტისებრთა ოჯახის წევრი კოატი, იგივე კოატიმუნდი (Nasua) პლაია დელ კარმენში, მექსიკა.
ქარიმ საჰიბი - ჰემპრიხის თოლიის (Ichthyaetus hemprichii) ახაგამოჩეკილი ბარტყი საამიროების კუთვნილ კუნძულ სირ ბუ ნაირზე.
Jefta Images - ენდემური სახეობა ვერცხლისფერი გიბონი, იგივე ოვა ჯავა (Hylobates moloch) ინდონეზიის კუნძულ იავაზე.
ბარბარა უოლტონი - შავი გედი მდინარე ტამარის ჭაობნარის დაცულ ტერიტორიაზე, ლონსესტონი, ტასმანია.
ბარბარა უოლტონი - გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ტასმანიის ეშმაკი (Sarcophilus harrisii) გადარჩენის ცენტრში. ენდემურ ჩანთოსან სახეობას უნიკალური ონკოლოგიური დაავადება - სახის სიმსივნის გამო გადაშენება ემუქრება.