weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შერონ სტოუნი ჯეიმს ფრანკოს იცავს

14:58 ოთხშაბათი, 14 მარტი 2018

შერონ სტოუნის თქმით, მას არ სჯერა ჯეიმს ფრანკოს წინააღმდეგ არსებული სექსუალური ხასიათის შევიწროვების ყველა ბრალდების. ამის შესახებ ჰოლივუდის ლეგენდამ, რომელსაც რამდენიმე დღის წინ 60 წელი შეუსრულდა, კომიკოს მარკ მარონის ყოველკვირეულ რადიოგადაცემაში ისაუბრა.

„შეძრწუნებული ვარ იმით, რაც მის გარშემო ხდება. თურმე მეგობარ გოგონას შეუძლია თქვას, რომ ის მამაკაცმა სექსუალურად შეავიწროვა იმ დროს, როდესაც სასიყვარულო ურთიერთობა აქვთ!“ - შერონ სტოუნს მხედველობაში ჰქონდა ჯეიმს ფრანკოს წინააღმდეგ გავრცელებული ერთ-ერთი ბრალდება.

„უნდა ვთქვა, რომ მე მასთან ერთად მიმუშავია და ვიცნობ მას. იგი კეთილი, მოსიყვარულე, ტკბილი და ელეგანტური მამაკაცია, უახლოესი მეგობარი და ნამდვილი პროფესიონალი. სრულიად გაოგნებული ვარ ამ ბრალდებებით“, - დასძინა შერონ სტოუნმა იმ ბრალდებების საპასუხოდ, რომელიც ჯეიმს ფრანკოს წინააღმდეგ მას შემდეგ გავრცელდა, რაც მსახიობმა ოქროს გლობუსის ჯილდო აიღო კომედიურ როლში ბიოგრაფიული ფილმისთვის „კატასტროფული არტისტი“ (The Disaster Artist), რომელიც თავადვე გადაიღო. შერონ სტოუნმა ხსენებულ კომედიურ ფილმში ეპიზოდური როლი შეასრულა.

ჯეიმს ფრანკომ მწვავე კრიტიკა იმ მიზეზითაც დაიმსახურა, რომ იგი ოქროს გლობუსების დაჯილდოების ცერემონიაზე სხვა მსახიობების მსგავსად, ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო მოძრაობის (Time’s Up) სამკერდე ნიშანს ატარებდა. ამ სკანდალის შემდეგ იგი კინოაკადემიამ დაბლოკა და საოსკარე ნომინაცია ვეღარ მიიღო.

შერონ სტოუნმა რადიოგადაცემაში ასევე ისაუბრა სექსუალური ძალადობასა და სულელურ ქცევას შორის განსხვავებაზე. ვეტერანმა მსახიობმა მამაკაცთა მხრიდან ქალების მიმართ იმ დამოკიდებულებას, როგორი ქცევის საწინააღმდეგო ბრალდებებიც ბოლო პერიოდში ჰოლივუდში გაისმა, სულელური უფრო უწოდა, ვიდრე - ძალადობრივი. მისი რჩევით, სექსუალური ხასიათის შევიწროვების ფაქტისას ქალმა მამაკაცს სულელი უნდა უწოდოს და მასთან კონტაქტი გაწყვიტოს.

შეგახსენებთ, რომ  ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო მოძრაობა MeToo-ს მხარდამჭერი შერონ სტოუნიცაა და მცირე ხნის წინ დასმულ შეკითხვაზე, გამოუცდია თუ არა მას მსგავსი შევიწროვების ფაქტი, მსახიობმა კომენტარიც გააკეთა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]