weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მადონა ცნობილ აფრიკელ ბალერინაზე ფილმს გადაიღებს

11:52 ხუთშაბათი, 15 მარტი 2018

პოპ-მუსიკის დედოფლად წოდებული მადონა კიდევ ერთხელ მოსინჯავს ძალებს რეჟისურაში და ამჯერადაც ბიოგრაფიულ მხატვრულ ფილმს გადაიღებს სათაურად - Taking Flight, რომელიც ცნობილ სიერა-ლეონელ ბალერინა მიკაელა დეპრინსის (იგივე მაბინტი ბანგურა) შესახებ იქნება.

ბიოპიკის სცენარი თავად ახალგაზრდა ბალერინას მემუარზე იქნება დაფუძნებული. ფილმის წარმოებით სტუდია MGM (Metro-Goldwyn-Mayer) დაკავდება.

მაბინტი ბანგურა 1995 წლის 6 იანვარს სიერა-ლეონეში, მუსლიმების ოჯახში დაიბადა. ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომისას იგი სამი წლის ასაკში დაობლდა - მამა დახვრიტეს, დედა კი შიმშილით დაიღუპა. ერთი წლის შემდეგ ლტოლვილთა ბანაკში მყოფი მაბინტი ბანგურა, რომელსაც კანის იშვიათი დაავადების ფორმა ვიტილიგო (პიგმენტური ლაქები) ჰქონდა და მის გამო ყველა გაურბოდა, ამერიკელმა წყვილმა, ჩარლზ და ელენ დეპრინსებმა იშვილეს, რომელთაც ამჯამად 11 შვილი ჰყავთ, მათგან ცხრა - ნაშვილები. მიკაელა მაბინტი დეპრინსი ბალეტმა გაიტაცა და საყოველთაოდ ცნობილი 2011 წელს გამოსული დოკუმენტური ფილმით (First Position) გახდა. იგი ასევე მონაწილეობს ბიონსეს მუსიკალური ვიდეოპროექტის (Lemonade) კლიპში.

რაც შეეხება მადონას სარეჟისორო კარიერას, 7 გრემის მფლობელმა მუსიკოსმა აქამდე ორი მხატვრული ფილმი გადაიღო: 2008 წლის ნაკლებად ცნობილი მუსიკალური კომედია სათაურად - Filth and Wisdom და 2011 წელს გამოსული ისტორიულ-ბიოგრაფიული დრამა W.E., რომლისთვისაც მას ოქროს გლობუსის ჯილდო ერგო ორიგინალ სიმღერაში (“Masterpiece”). მადონა ასევეა სცენარისტი და პროდიუსერი 2008 წლის დოკუმენტური ფილმისა - I Am Because We Are, რომელიც მალავიში შიდსის ეპიდემიის გამო დაობლებული ბავშვების შესახებაა. თავად მომღერალმა 2017 წელს მალავიდან ტყუპი გოგონები იშვილა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]