weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იტალიაში არსებულ ძველ ციხე-სიმაგრეებს მსურველებზე გასცემენ

15:03 ორშაბათი, 22 მაისი 2017

იტალიის მასშტაბით არსებული 103 სხვადასხვა სახის უძრავი ქონება, მათ შორის ძველი ციხე-სიმაგრეები, ვილები, ფუნდუკები, ფერმები და ძველი სასტუმროები ნებისმიერ მსურველზე გაიცემა იმ პირობით, რომ ახალი მეპატრონე იქ ტურისტულ წერტილს გახსნის.

პროექტის ფარგლებში გაცემულ ვილასა თუ ციხე-სიმაგრეში მსურველს შეეძლება მასში სასტუმრო, სპა-ცენტრი, რესტორანი ანდა ნებისმიერი მომსახურების ცენტრი გახსნას.

„პროექტი ხელს შეუწყობს და დაეხმარება ნელი ტურიზმის სექტორის განვითარებას. პროექტი მიზნად ისახავს იმ კერძო და საზოგადოებრივი შენობების ჰაიკერებისთვის, ტურისტებისთვის, სპორტსმენებისა თუ მომლოცველებისთვის განკუთვნილ ობიექტებად გადაქცევას, რომლებსაც აღარავინ იყენებს.“ - განაცხადა იტალიის სახელმწიფო საკუთრების სააგენტოს წარმომადგენელმა რობერტო რეჯიმ.

მსურველთა აპლიკაციების გაგზავნის ბოლო ვადა 26 ივნისია. შერჩეულ აპლიკანტებს 9 წელი მიეცემათ სასურველი ობიექტის მოსაწყობად.

ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე იმედოვნებენ, რომ აღნიშნული პროექტი საშუალებას მისცემს გათავისუფლდეს იტალიაში არსებული ისეთი პოპულარული და გადატვირთული ადგილები, როგორიცაა ვენეცია, ფლორენცია და ა.შ.

პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება 200 სხვა ობიექტის გასხვისება მომდევნო ორ წლის განმავლობაში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]