weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დღეს ძილის საერთაშორისო დღეა

13:11 პარასკევი, 16 მარტი 2018

ძილის მედიცინის მსოფლიო ასოციაციის (WASM) ინიციატივით, 2008 წლიდან მარტის თვის სრული კვირის ყოველ მეორე პარასკევს ძილის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ასოციაციის ძილის კომიტეტის განმარტებით, ეს დღე ჯანსაღი ძილის მნიშვნელობაზე ცნობიერების ასამაღლებლად დაწესდა.

ამ დღის აღსანიშნავად ორგანიზაციის აქტივისტები და ყველა ვინც მას აღნიშნავს, იძინებს ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია - სამსახურში, ავტობუსის გაჩერებაზე, კაფეში, ბიბლიოთეკაში, მაღაზიაში და ა.შ.

თანამედროვე კვლევები ამტკიცებს, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში ადამიანებმა ძილის ხანგრძლივობა საგრძნობლად შეამცირეს. მედიკოსები კი ამბობენ, რომ ზრდასრულ ადამიანს დღეში7-9 საათი ძილი ესაჭიროება, ჩვილებსა და ბავშვებს კი უფრო მეტი - დღეში 10-17 საათი. ძილის დროს ტვინი ახდენს მიღებული ინფორმაციის გაღრმავებას და დამახსოვრებას.

მკვლევარები გვირჩევენ, რომ რეჟიმი დავიცვათ და ყოველდღე დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს დავწვეთ. ორგანიზმი ამ რეჟიმს ეჩვევა და თავის აყალიბებს მოთხოვნილებებს, რომელთა წინააღმდეგობისას იწყება კონფლიქტი ადამიანსა და მის ორგანიზმს შორის და სწორედ ასე წარმოიშობა უამრავი პრობლემა, მათ შორის - უძილობაც, რომელიც აქვეითებს ყურადღების, კონცენტრაციისა და სწრაფად აზროვნების უნარს, რაც ადამიანის შრომისუნარიანობაზე აისახება.

ძილის ქრონიკული უკმარისობა გულსისხლძარღვთა დაავადებების ალბათობას ზრდის: არითმია, ჰიპერტონია, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი და სხვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]