weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჯეიკ ჯილენჰოლი და ხოაკინ ფინიქსი ვესტერნში ითამაშებენ

15:42 ორშაბათი, 22 მაისი 2017

ოსკარის ნომინანტი ჰოლივუდის ვარსკვლავები, ჯეიკ ჯილენჰოლი და ხოაკინ ფინიქსი გადასაღებ მოედანზე პირველად იმუშავებენ ერთად ცნობილი ფრანგი რეჟისორის, „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი ჟაკ ოდიარის ვესტერნ-ფილმში, სათაურით - The Sisters Brothers (ძმები სისტერსები).

ფილმი დაფუძნებული იქნება მწერალ პატრიკ დევიტის იგივე სახელწოდების პიკარესკულ რომანზე. სიუჟეტი 1851 წელს ორეგონის შტატში ვითარდება, სადაც დაქირავებული მკვლელი ძმები, ელი და ჩარლი სისტერსები (ჯონ ქ. რაილი და ხოაკინ ფინიქსი) გასამრჯელოს გამო ოქროს მაძიებელ ბანდიტზე (ჯეიკ ჯილენჰოლი) იწყებენ ნადირობას.

ფილმის სცენარი რომანის მიხედვით თავად ჟაკ ოდიარმა და მისმა მუდმივმა კოლაბორატორმა სცენარისტმა, ტომა ბიდეგენმა დაწერეს. შემქმნელების თქმით, „ძმები სისტერსები“, რომლის გადაღებებიც ამ ზაფხულს დაიწყება, შავი კომედიის ელემენტებითა და ფილმ-ნუარით გაჯერებული კლასიკური ვესტერნი იქნება.

ინგლისურენოვანი ვესტერნი ჟაკ ოდიარისთვის პირველი ჰოლივუდური ფილმი იქნება. აღიარებული ფრანგი რეჟისორის აქამდე ცნობილი ნამუშევრებია: სოციალური დრამა „დიპანი“ (2015), რომლისთვისაც კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო ერგო, ოქროს გლობუსის ნომინანტი რომანტიკული დრამა „ჟანგი და ძვალი“ (2012) და კრიმინალური ფილმი „წინასწარმეტყველი“ (2009), რომელიც ოსკარზე საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში იყო წარდგენილი. ჟაკ ოდიარი ასევეა სცენარის ავტორი ცნობილი კრიმინალური დრამისა - „პროფესიონალი“ (1981), რომელშიც მთავარ როლს ჟან-პოლ ბელმონდო ასრულებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]