weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კინოაკადემიის პრეზიდენტზე გამოძიება სექსუალური ძალადობის სამი ბრალდებით მიმდინარეობს

13:30 შაბათი, 17 მარტი 2018

ამერიკის კინემატოგრაფიის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის (AMPAS) პრეზიდენტ ჯონ ბეილის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს, რისი მიზეზიც სექსუალური ხასიათის შევიწროვების სამი სხვადასხვა ბრალდებაა.

75 წლის კინოხელოვანი, რომელსაც კინოაკადემიის პრეზიდენტობამდე მთავარ ოპერატორად მუშაობდა, პოსტის დატოვებაც მოუწევს, მის მოვალეობას კი ვიცე-პრეზიდენტი ლუის ბარველი შეასრულებს.

ჯონ ბეილის მამხილებელი ბრალდებები ოთხშაბათს გახდა ცნობილი, რამაც ჰოლივუდი კიდევ ერთხელ აღაშფოთა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ სწორედ კინოაკადემიის ჯილდოს, ოსკარის გადაცემის უკანასკნელი დაჯილდოება განსაკუთრებულად გამოირჩეოდა ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიით (MeToo, Time’s Up).

ჯონ ბეილი ამერიკის კინოაკადემიის პრეზიდენტი გასული წლის აგვისტოში გახდა. მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები კი ივლისში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ კინოაკადემიის აღმასრულებელმა დირექტორმა დოუნ ჰადსონმა 27 იანვარს კინოაკადემიის ყველა წევრს დაუგზავნა წერილი, სადაც ახსნილ-განმარტებული იყო 2018 წლის ზაფხულიდან ძალაში შემავალი ახალი წესი, რის მიხედვითაც, კინოაკადემიის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ სექსუალური შევიწროების ან სხვა სახის ძალადობის შემთხვევაში, ონლაინ ან სატელეფონო საჩივარი კინოაკადემიის წევრობის განყოფილებაში შეიტანონ. საჩივარს ადმინისტრაციული კომიტეტი შეისწავლის და დამტკიცების შემთხვევაში კინოაკადემიის წევრს გაფრთხილებას მისცემს ან კინოაკადემიიდან მოკვეთს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]