weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ქალებმა იცოდნენ რასაც აკეთებდნენ“ - ტერი გილიამი ჰარვი ვაინშტაინის სკანდალზე

12:11 სამშაბათი, 20 მარტი 2018

აღიარებულმა ბრიტანელ-ამერიკელმა კინორეჟისორმა ტერი გილიამმა სააგენტო „ფრანს პრესთან“ მიცემულ ინტერვიუში ჰარვი ვაინშტაინის გახმაურებულ სკანდალზე ისაუბრა. კომედიურ ჯგუფ „მონტი პაითონის“ წევრის განმარტებით, ვაინშტაინი საკუთარ კარს ბევრს უღებდა, მასთან ღამის გატარება კი სურვილისამებრ გადახდილი საფასური იყო.

„ეს ნაწილობრივ მსხვერპლთა სამყაროა. მგონია, რომ ჰარვისთან შეხვედრით ზოგიერთმა იხეირა, ზოგმა კი - ვერა. იმ ქალებმა, ვინც შეხვედრა კარგად გამოიყენეს, იცოდნენ რასაც აკეთებდნენ, ისინი ზრდასრული ადამიანები იყვნენ, ზრდასრული ადამიანები დიდი ამბიციებით“, - განაცხადა ვეტერანმა სცენარისტმა და რეჟისორმა.

ტერი გილიამმა ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი ქალი ვაინშტაინისგან საერთოდ არც დაზარალებულა, მაგრამ პროდიუსერი კარგად გამოიყენა საკუთარი კარიერისთვის. რეჟისორის თქმით, იგი იცნობს რამდენიმე ისეთ ქალს, რომლებსაც ჰარვი ვაინშტაინთან კონტაქტი და კავშირი საკუთარი ნებით ჰქონდათ, თუმცა ამჯერად სექსუალური ძალადობისა და შევიწროების მსხვერპლად ასაღებენ თავს.

ტერი გილიამის ნათქვამს ჰოლივუდის წრეებში მძაფრი რეაქცია მოჰყვა. 77 წლის კინოხელოვანი ისეთმა ცნობილმა სახეებმა გააკრიტიკეს, როგორებიც არიან: მსახიობი ელენ ბარკინი, მსახიობი და კომიკოსი სარა სილვერმანი, კომედიებით ცნობილი რეჟისორი ჯად აპატოუ (The 40-Year-Old Virgin, Knocked Up, Funny People, This Is 40, Trainwreck), ქალი რეჟისორი ლექსი ალექსანდერი (Green Street Hooligans, Punisher: War Zone), ოსკარის ნომინანტი პროდიუსერი ჯორდან ჰოროვიცი (The Kids Are All Right, La La Land), კანადელი ჟურნალისტი ნიკოლ კლიფი და სხვა.

შეგახსენებთ, რომ ტერი გილიამმა გასულ წელს დონ კიხოტის შესახებ ოცწლიანი კინოპროექტის გადაღებები დაასრულა. რეჟისორის ახალი ფილმი სათაურად „კაცი, რომელმაც დონ კიხოტი მოკლა“ მიმდინარე წელს გამოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]