weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

კენიაში პლანეტის უკანასკნელი მამრი თეთრი მარტორქა მოკვდა

13:54 სამშაბათი, 20 მარტი 2018

გადაშენების პირას მდგომი სახეობის, ჩრდილოური თეთრი მარტორქის (Ceratotherium simum cottoni) უკანასკნელი მამრი წარმომადგენელი სახელად სუდანი, კენიაში ოლ პეჯეტას კონსერვაციის ცენტრში სიბერით მოკვდა.

45 წლის სუდანი (დაახლოებით 90 წელი ადამიანისთვის), რომელიც ჩეხეთის ქალაქ დვურ კრალოვეს ზოოპარკის კუთვნილებაში იყო, ჯანმრთელობის გაუარესების გამო დააძინეს. კენიის ხსენებულ ცენტრში, ისევე როგორც მთლიანად პლანეტაზე, მისი სახეობის ორი მდედრი წარმომადგენელიღაა - სუდანის შვილი ნაჯინი და შვილიშვილი ფატუ.

ოლ პეჯეტას კონსერვაციის ცენტრში ჩრდილოური თეთრი მარტორქის გაყინული სპერმისა და კვერცხუჯრედით გადაშენების პირას მყოფი ამ ქვესახეობის გადარჩენა ხელოვნური განაყოფიერებით იგეგმება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]