weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბენ აფლექი და ოსკარ აიზეკი სამხრეთ ამერიკელ ნარკობარონზე ინადირებენ

15:42 ოთხშაბათი, 21 მარტი 2018

ბენ აფლეკი და ოსკარ აიზეკი ოსკარის ნომინანტი სცენარისტისა და რეჟისორის, ჯეი სი შანდორის (Margin Call, All Is Lost, A Most Violent Year) ახალ კრიმინალურ თრილერში მთავარი როლების შესრულებაზე საბოლოო მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ჯერ-ჯერობით უსათაურო პროექტს, რომელიც რამდენიმე წელია მზადების პროცესშია, აქამდე სათაური „სამმაგი საზღვარი“ (Triple Frontier) ჰქონდა.

კრიმინალური თრილერი ნარკოტრეფიკინგსა და იარაღის უკანონო ვაჭრობის შესახებაა, რომელიც სამხრეთ ამერიკაში - ბრაზილიის, არგენტინისა და პარაგვაის სასაზღვრო ზონაში მიმდინარეობს. სიუჟეტის ცენტრში ხუთი გმირია, რომლებიც სამხრეთ ამერიკელი ნარკობარონის ხელში ჩაგდებას ცდილობენ, მათ ქმედებებს კი გაუთვალისწინებელი შედეგები ახლავს თან.

ბენ აფლეკამდე მთავარ როლზე მარკ უოლბერგი იყო დამტკიცებული, რომელსაც დატვირთული გრაფიკის გამო პროექტის დატოვება მოუწია. მანამდე მთავარ როლებზე სახელდებოდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ტომ ჰენკსი, ჯონი დეპი, ლეონარდო დიკაპრიო, შონ პენი, დენზელ ვაშინგტონი, ტომ ჰარდი, უილ სმიტი, ჩენინგ ტატუმი, კეისი აფლეკი და მაჰერშალა ალი.

ბენ აფლეკისა და ოსკარ აიზეკის გარდა ფილმში მონაწილეობას ჩარლი ჰანემი, გარეთ ჰედლანდი და პედრო პასკალი მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული კრიმინალური დრამის სცენარის თავდაპირველი ვარიანტი ოსკაროსან მარკ ბოულს ეკუთვნოდა, ფილმი კი მისავე მუდმივ კოლაბორატორს, ოსკაროსან ქალ რეჟისორს, კატრინ ბიგელოუს უნდა გადაეღო. საბოლოოდ სცენარში ცვლილებები ჯეი სი შანდორმა შეიტანა და რეჟისორის სავარძელიც თავად დაიკავა. ფილმის გადაღებები მარტის ბოლოს, ჰავაიში, კალიფორნიასა და კოლუმბიაში დაიწყება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]