კლეოპატრა იყო ეგვიპტელი - სინამდვილეში მას ბერძნული წარმომავლობა ჰქონდა.
ფერნანდო მაგელანი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც დედამიწას შემოუარა - სინამდვილეში ის შუა მოგზაურობაში დაიღუპა.
ისააკ ნიუტონს თავზე ვაშლი დაეცა და მიზიდულობის კანონი აღმოაჩინა - სინამდვილეში ვაშლი მის გვერდით დაეცა, რაზე დაკვირვებაც მას აღმოჩენაში დაეხმარა.
სალიერის შურდა მოცარტის - სინამდვილეში სალიერი სამეფო კარის დირიჟორი იყო და მოცარტზე ბევრად წარმატებული გახლდათ.
ნაპოლეონი ძალიან დაბალი იყო - რეალურად იმპერატორი 1.7 მ-ზე მაღალი იყო.
ვინსენტ ვან გოგმა ყური მოიჭრა - სინამდვილეში მხატვარმა მხოლოდ ყურის ბიბილო მოიჭრა.
ალბერტ აინშტაინი სკოლის პერიოდში კლასში ჩარჩა - სინამდვილეში ის ბრწყინავდა სამეცნიერო კლასში.
თომას ედისონმა ელექტრონათურა გამოიგონა - რეალურად ედისონმა გამოიგონა მეთოდი, როგორ ყოფილიყო ნათურა მუდმივად ანთებული.
უოლტ დისნეიმ პირველად მიკი მაუსი დახატა - სინამდვილეში მიკი მაუსი კომპანიის მთავარმა ანიმატორმა უბე ივერკსმა შექმნა.