weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

„ბოროტების სავანის“ ახალი კინოსერიები უკვე გეგმაშია

12:20 სამშაბათი, 23 მაისი 2017

ზომბებზე შექმნილი ექვსი ფილმისგან შემდგარი ცნობილი კინოფრანშიზა „ბოროტების სავანე“ (Resident Evil), რომელიც სულ რამოდენიმე თვის წინ გამოსული უკანასკნელი სერიით ახლახანს დასრულდა, ახალი დასაწყისითვის მზადაა. პოპულარული ვიდეოთამაშის მიხედვით შექმნილ ფილმებს სტუდია Constantin Films, რომელსაც ეკრანიზაციის უფლებები აქვს, ხელახლა გადაიღებს.

Constantin Films-ის წარმომადგენელმა მარტინ მოსკოვიცმა „ბოროტების სავანის“ ე.წ. რიბუთის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ახალი სერიული ფილმის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მისი პროდიუსერი თანამედროვე საშინელებათა ჟანრის აღიარებული წარმომადგენელი ჯეიმს ვანი იქნება, სცენარის ავტორი კი - დამწყები სცენარისტი გრეგ რუსო.

შეგახსენებთ, რომ იაპონური კომპანია Capcom-ის Survival-Horror ჟანრის ვიდეოთამაშის მიხედვით გადაღებულ ექვსივე ფილმში მთავარი როლი მილა იოვოვიჩმა შეასრულა, კინოსერიების პროდიუსერი და ოთხი ფილმის რეჟისორი კი მისი მეუღლე, პოლ ანდერსონი გახლდათ. სიუჟეტურად და ხარისხით ვიდეოთამაშებთან არც ისე ახლოს მყოფი კინოფრანშიზა მაყურებლებისა და კრიტიკოსებისგან მუდმივად დაბალ შეფასებებს იღებდა, ამიტომაც ლოგიკურია, რომ კინოსტუდიამ პოპულარული მასალის ხელახალი გაცოცხლება გადაწყვიტა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]