weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ტიანდუჩენი: პარიზის ჩინური პლაგიატი

13:52 პარასკევი, 23 მარტი 2018

ჩინეთში, საფრანგეთის დედაქალაქიდან 6000 კმ-ის მოშორებით გაშენებული ქალაქი ტიანდუჩენი მდებარეობს, რომელიც „სინათლეების ქალაქად“ წოდებული პარიზის ასლს წარმოადგენს.

მიმიკრიული არქიტექტურა, რომელსაც დუპლიტექტურასაც ეძახიან, აღმოსავლეთ ჩინურ ქალაქში მრავლადაა. ტიანდუჩენის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო, დღეს იქ დაახლოებით 10 000 ადამიანი ცხოვრობს.

ფრანგი ფოტოგრაფი ფრანსუა პროსტი პლაგიატ ქალაქში სტუმრად ჩავიდა და იქაური ადგილები მშობლიურ პარიზში არსებულ ღირშესანიშნაობებს შეადარა. ფოტოგრაფის თქმით, კადრების შედარებისას მასაც კი გაურთულდა აღქმა, თუ რომელი იყო ნამდვილი და რომელი - ასლი.

ფრანსუა პროსტის ფოტოებზე მარცხენა ნაწილში პარიზია, მარჯვნივ კი - ჩინეთის ქალაქის კადრები.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]