weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

Curiosity-ის მარსზე უკვე 2000 დღე აქვს გატარებული

15:27 სამშაბათი, 27 მარტი 2018

NASA-ს მარსმავალმა Curiosity-ს „წითელ პლანეტაზე“ უკვე 2000 მარსული დღე (ე.წ. სოლი) აქვს გატარებული. Curiosity მარსზე 2012 წლის აგვისტოში დაჯდა და ამ დროისთვის 18.7 კილომეტრი აქვს გავლილი.

2013 წელს მარსმავლის მისიამ აღმოაჩინა შორეულ წარსულში მტკნარი წყლის არსებობის მტკიცებულებები, რომელშიც სიცოცხლისათვის აუცილებელი ყველა ძირითადი ქიმიური ინგრედიენტი უნდა ყოფილიყო.

2014 წელს Curiosity-მ შარპის მთას მიაღწია და მას შემდეგ აქტიურად სწავლობს გარემოს, სადაც საკუთარი კვალი დატოვებული აქვს როგორც ქარს, ისე - წყალს. Curiosity-მ შეისწავლა 600-ზე მეტი კლდე, რომლებსაც აღენიშნებოდა ტბებისა და მიწისქვეშა წყლების ნიშნები. შედეგად, NASA-ს სამეცნირო ჯგუფმა დაასკვნა, რომ სიცოცხლისათვის ხელსაყრელი გარემო წითელ პლანეტაზე სულ მცირე, რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში უნდა არსებულიყო.

ქვემოთ მოყვანილი სურათზე ხედავთ შარპის მთას, რომელზეც Curiosity 2014 წლის სექტემბრიდან მიცოცავს. სურათის ცენტრში ასახულია მავალის შემდეგი დიდი სამეცნიერო სამიზნე: ზონა, რომელსაც მეცნიერები აქამდე მხოლოდ მარსის ორბიტიდან, ხელოვნური თანამგზავრის საშუალებით სწავლობდნენ. როგორც გაირკვა, ამ არეალში უხვად არის თიხის მინერალები.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]