ოთხსაათიანი ხანგრძლივობის პროექტის სცენარის ავტორი ოსკაროსანი სცენარისტი სტივენ ზაილიანია („შინდლერის სია“), ორიგინალი სიუჟეტის იდეის კი - აღიარებული სცენარისტი, ორგზის ოსკაროსანი დალტონ ტრამბო (1905-1976). მინი-სერიალის პროდიუსერები სხვადასხვა სერიალებით ცნობილი დერილ ფრენკი და ჯასტინ ფალვი იქნებიან, სტივენ სპილბერგი კი პროექტში აღმასრულებელი პროდიუსერის ამპლუით დაკავდება.
აღსანიშნავია, რომ დალტონ ტრამბოს ხსენებული სცენარის მიხედვით, ერნან კორტესზე ფილმის გადაღება მრავალი წელია იგეგმებოდა. უკანასკნელად, 2014 წელს გავრცელებული ინფორმაციით, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი სწორედ სტივენ სპილბერგს უნდა გადაეღო ხავიერ ბარდემით მთავარ როლში.