weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბერლინის კინოფესტივალის ყოფილი დირექტორი ვაინშტაინს ევროპული კინოს დანაკარგად თვლის

12:40 ოთხშაბათი, 28 მარტი 2018

შვეიცარიელი მორიც დე ჰადელნი, რომელიც ლოკარნოს, ბერლინისა და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალების დირექტორი იყო შესაბამისად, 1972-1977, 1981-2000 და 2002-2003 წლებში, მიიჩნევს, რომ ჰარვი ვაინშტაინის გახმაურებულმა სკანდალმა ევროპულ კინოს უდიდესი დანაკარგი მოუტანა, რადგან სექსუალურ ძალადობაში მხილებული ამერიკელი პროდიუსერი საერთაშორისო კინემატოგრაფიისთვის უმნიშვნელოვანეს ფიგურას წარმოადგენდა.

შვეიცარიულ გაზეთ Die Weltwoch-ში გამოქვეყნებულ წერილში მორიც დე ჰადელნი ამბობს, რომ ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ მიმართული კამპანია ლინჩის წესით დასჯას ჰგავს და ის ამაზრზენია, რადგან პროდიუსერი, რომელმაც სკანდალის გამო პრაქტიკულად ყველაფერი დაკარგა, შეერთებულ შტატებში უცხოური ფილმების ჩვენებაში გადამწყვეტ როლს ასრულებდა. მისი აზრით, ვაინშტაინის მოშორება ევროპული ფილმებისთვის საჭირო ტრამპლინის გამოცლას ჰგავს - დე ჰადელნს მაგალითად მოჰყავს ისეთი აღიარებული ევროპელი რეჟისორების ნამუშევრების ამერიკულ ბაზარზე გაყიდვა, როგორებიც არიან: ჯიმ შერიდანი, სტივენ ფრირზი, ბერნარდო ბერტოლუჩი, პედრო ალმოდოვარი და სხვა.

მორიც დე ჰადელნი, რომელიც გასულ წლებში ფოტოგრაფი და დოკუმენტალისტიც იყო, ასევე თვლის, რომ ვაინშტაინის მიმართ წაყენებული ბრალდებების გამო მისი დასჯა, თუკი მას დანაშაულები დაუმტკიცდება, სასამართლო სისტემის პრეროგატივაა და არა - კინოსამყაროსი, რომელმაც ზურგი აქცია გავლენიან პროდიუსერს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]