weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ირმის ნახტომში ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო მოძრავი გიგანტური პლანეტა აღმოაჩინეს

14:38 ოთხშაბათი, 28 მარტი 2018

მიკროლინზირების მეთოდის გამოყენებით, ასტრონომებმა ირმის ნახტომში არსებული ყავისფერი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო მოძრავი გიგანტური პლანეტა აღმოაჩინეს. ეგზოპლანეტას, რომელსაც OGLE-2017-BLG-1522Lb უწოდეს, სავარაუდოდ იუპიტერზე 25 პროცენტით ნაკლები მასა აქვს.

ხსენებული ეგზოპლანეტის მიკროლინზირების მოვლენა 2017 წლის 7 აგვისტოს, ოპტიკური გრავიტაციული ლინზირების ექსპერიმენტის (OGLE) ფარგლებში, ჩილეში განთავსებულმა ვარშავის ტელესკოპმა დააფიქსირა. შემდეგი ანალიზების საფუძველზე მეცნიერებმა ყავისფერი ჯუჯასა და გიგანტური პლანეტის სისტემა აღმოაჩინეს.

როგორც კვლევა იუწყება, OGLE-2017-BLG-1522Lb გიგანტური პლანეტაა. აქვს 0.75 იუპიტერის მასა და დედავარსკვლავს გარს 0.59 ასტრონომიული ერთეულის (1 ასტრონომიული ერთეული = მანძილი მზესა და დედამიწას შორის) მანძილიდან უვლის.  

ასტრონომების განცხადებით, ისინი 75 პროცენტით დარწმუნებული არიან, რომ დედავარსკვლავი ყავისფერი ჯუჯაა, რომელიც 46-ჯერ მასიურია მზის სისტემის უდიდეს პლანეტა იუპიტერზე.

ასტრონომები შენიშნავენ იმასაც, რომ გიგანტური პლანეტა თოვლის ხაზს მიღმა მდებარეობს. ეს გახლავთ მანძილი ვარსკვლავიდან, სადაც მოლეკულური სახეობები იყინება და იწყება პლანეტათა ფორმაცია. მკვლევარებმა დაადგინეს ისიც, რომ ეს სისტემა ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომის ამოზნექილობაში მდებარეობს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]