გენერლის არმიიდან გარიცხვა პრესტიჟულ ჟურნალ Rolling Stone-თან მიცემულ ინტერვიუს მოყვა, სადაც მაკკრისტალმა, რომელიც იმ პერიოდში ავღანეთის საერთაშორისო სამხედრო კამპანიის მეთაური იყო, აშშ-ს მთავრობის მაღალჩინოსნები ამხილა, მათ შორის - ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და შტატების ელჩები ავღანეთსა და პაკისტანში - კარლ ეიკენბერი და რიჩარდ ჰოლბრუკი.
წიგნის ავტორი ჟურნალისტი 2014 წელს ავტოკატასტროფაში, საკმაოდ საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. როგორც მასთან დაახლოებული პირები აცხადებენ, მაიკლ ჰასტინგსს უცნობი მასალები ქონდა, რომლითაც გამოძიების ფედრალური ბიურო (FBI) იყო დაინტერესებული. ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე კი ჟურნალისტი სკანდალური ვებგვერდის, WikiLeaks-ის იურისტებსაც დაუკავშირდა.
ამერიკული ბესტსელერის კინოადაპტაციის უფლება ბრედ პიტის კუთვნილმა კინოსტუდიამ, სახელწოდებით Plan B, შეიძინა. ფილმის სცენარისტი და რეჟისორი ახალი თაობის ავსტრალიელი რეჟისორი, დევიდ მიშოა (Animal Kingdom, The Rover), რომელმაც ფილმი არა კლასიკური ბიოგრაფიული ფილმის ჟანრში, არამედ მსოფლიო პოლიტიკის შესახებ მძლავრ ბელეტრისტულ სატირის სტილში გადაიღო. ამასთანავე, „საომარი მანქანა“ არაოფიციალური ბიოგრაფიაა, რადგან ფილმში რეალური პიროვნებების სახელ-გვარები შეცვლილია - მთავარ გმირს სტენლი მაკკრისტალის ნაცვლად ფილმში გლენ მაკმაჰონი ჰქვია.
ფილმის პრემიერა 26 მაისს გაიმართება. კრიტიკოსების წინასწარი შეფასებებით, აღნიშნული ფილმით ბრედ პიტი მამაკაცის მთავარ როლზე პრესტიჟული კინოჯილდოების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.