weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კენიაში გაჩენილი უზარმაზარი ნაპრალით შესაძლოა აფრიკა ორად გაიყოს

15:21 ოთხშაბათი, 04 აპრილი 2018

კენიაში სრულიად მოულოდნელად, უზარმაზარი ნაპრალი გაჩნდა, რამაც ახალი დისკუსია წარმოშვა აფრიკის კონტინენტის ორ ნაწილად გაყოფასთან დაკავშირებით. თავსხმა წვიმების გამო კილომეტრის სიგრძის უფსკრული ზრდას განაგრძობს.

ნაპრალის უცაბედი გამოჩენა დაკავშირებულია ამ რეგიონის ზონალურ სისუსტესთან და აფრიკის კონტინენტზე ამჟამად მიმდინარე რღვევასთან. წამყვანი ჰიპოთეზის მიხედვით, კონტინენტის რღვევა სავარაუდოდ გამოწვეულია მიწისქვეშა სუპერცხელი ჭავლებით, რაც განაპირობებს აფრიკის ორად გახლეჩვას, კონტინენტის აღმოსავლეთ კიდის გასწვრივ.

რღვევის პროცესს მილიონობით წელი დასჭირდება, დედამიწის ქერქი ამ ადგილას თანდათან გათხელდება, ჩაიძირება და ნელ-ნელა მის ადგილას ოკეანის წყლის ვიწრო ზოლი შემოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ვრცელი რღვევის სისტემის გამომწვევი მიზეზი მიწისქვეშ საკმაოდ ღრმად იმალება, რამდენიმე დღის წინ უცაბედად წარმოქმნილი 15 მ სიღრმისა და 20 მ სიგანის ნაპრალის გაჩენის კონკრეტული მიზეზი ამ ზონაში მოსული დიდი ოდენობით ნალექია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]