weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კანის კინოფესტივალს ხავიერ ბარდემისა და პენელოპე კრუსის ახალი ფილმი გახსნის

16:26 ხუთშაბათი, 05 აპრილი 2018

2018 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალს აღიარებული ირანელი რეჟისორის, ასღარ ფარჰადის ესპანურენოვანი დრამა სათაურად „ყველამ იცის“ (Todos lo saben) გახსნის, რომელშიც მთავარ როლებს ოსკაროსანი ესპანელი მეუღლე მსახიობები, ხავიერ ბარდემი და პენელოპე კრუსი ასრულებენ.

ასღარ ფარჰადის რიგით მე-8 ფილმი მეორე ესპანურენოვანი ფილმი იქნება პედრო ალმოდოვარის „ცუდი აღზრდის“ (2004) შემდეგ, რომელიც კანის კინოფესტივალს გახსნის.

ირანელი რეჟისორის ახალ ფსიქოლოგიურ დრამაში მთავარი გმირი ესპანელი ქალი სახელად კაროლინაა, რომელიც ბუენოს აირესიდან მშობლიური მადრიდის გარეუბანში არგენტინელ ქმარ-შვილთან ერთად საცხოვრებლად ბრუნდება, სამშობლოში დაბრუნება კი მოულოდნელობებითა და საიდუმლოებებითაა სავსე.

ასღარ ფარჰადის ფილმები აქამდე ორჯერ იყო კანის კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში ჩართული - 2016 წელს „კომოვოიაჟერი“ (The Salesman) მამაკაცის საუკეთესო როლისთვის (შაჰაბ ჰოსეინი) დაჯილდოვდა, 2013 წელს კი ფრანგულენოვან დრამას სახელად „წარსული“, ქალის საუკეთესო როლისთვის (ბერენის ბეჟო) განკუთვნილი პრიზი გადაეცა.

რაც შეეხება ხავიერ ბარდემისა და პენელოპე კრუსის წყვილს, რომლებიც 2010 წელს შეუღლდნენ, მათთვის ფარჰადის უახლესი სურათი რიგით მე-5 ერთობლივი ფილმია, წინებია: Jamón Jamón (1992), Vicky Cristina Barcelona (2008), The Counselor (2013), Loving Pablo (2017).

აქვე გეტყვით, რომ 2018 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის ჟიურის პრეზიდენტიც ორი ოსკარის მფლობელი ავსტრალიელი კინოვარსკვლავი კეიტ ბლანშეტია, 8-19 მაისს გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]