გარეკნის ოთხი ფოტოდან პირველზე დეიზი რიდლისა და მარკ ჰემილის კინოგმირები - რეი და ლიუკ სკაიუოკერი არიან გამოსახული, მეორეში - ე.წ. ბნელი მხარის წარმომადგენელი ტრიო: კაპიტანი ფაზმა (გვენდოლინ ქრისტი), კაილო რენი (ადამ დრაივერი) და გენერალი ჰაქსი (დონალ გლისონი). მესამე ფოტოზე აჯანყებულთა ალიანსის წევრები არიან, ხოლო მეოთხეზე - გასული წლის დეკემბერში გარდაცვლილი მსახიობი კერი ფიშერი, რომელმაც ახალი ფილმისთვის გენერალ ლეია ორგანას როლის შესრულება სიკვდილამდე მოასწრო.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალი Vanity Fair, ლებოვიცი და „ვარსკვლავური ომები“ უკვე მეორედ თანამშრომლობენ. პირველად მათი კოლაბორაცია 1999 წელს შედგა, პრიკველი-ტრილოგიის პირველი ეპიზოდისთვის - Star Wars: The Phantom Menace.
შეგახსენებთ, რომ „ვარსკვლავური ომების“ ახალი, რიგით მე-8 ეპიზოდი, რომლის ქვესათაურია „უკანასკნელი ჯედაი“ (The Last Jedi), მსოფლიო კინოეკრანებზე 15 დეკემბრიდან გამოვა. ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი ახალგაზრდა ამერიკელი რეჟისორი რაიან ჯონსონია.