ე. წ. მარს-ფუტკრები ჯგუფურად იფრენენ, შეისწავლიან ატმოსფერულ პირობებს და აიღებენ ნიმუშებს, შემდეგ კი ბაზაზე დაბრუნდებიან.
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი ამ იდეის განხორციელების შესაძლებლობას აქტიურად სწავლობს. შემოწმების უმთავრესი ეტაპები განხორციელდება ვაკუუმურ კამერაში, სადაც სიმულირებული იქნება მარსის აირთა სიმკვრივე, რათა გაირკვეს, მართლაც შეძლებენ თუ არა ეს დინჯი ფრთიანი რობოტები წითელ პლანეტაზე ფრენას.
NASA-ს პროექტ Innovative Advanced Concepts Initiative-ის ფარგლებში, იაპონელი და ამერიკელი მკვლევარებისგან შემდგარმა ჯგუფმა იდეების დასახვეწად 125 000 დოლარი მიიღო.
პირველადი გეგმის მიხედვით, დრონი ფუტკრების ბაზა იქნება მარსმავალი, რომელიც დამმუხტავი სადგურის როლს შეასრულებს და მათ მიერ მოტანილ მონაცემებს დედამიწაზე გადმოსცემს. რობოტები, რომელთაც არ დააბრკოლებთ მარსის უსწორმასწორო ზედაპირი და რომლებსაც შეეძლებათ ახალ სიმაღლეებს მისწვდნენ სასურველ პოზიციაზე, მეცნიერებს წარმოუდგენლად დაეხმარება წითელი პლანეტის უკეთ შესწავლაში.