weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

მექსიკელმა ფოტოგრაფმა 50 000-დოლარიანი „აუდის“ რეკლამის გადაღებაში 40 დოლარი დახარჯა

15:51 პარასკევი, 31 მარტი 2017

ცნობილ მექსიკელ ფოტოგრაფს, ფელიქს ერნანდეს როდრიგესს, რომელიც ოპტიკური ილუზიისა და ცოცხალი ფიგურების მონტაჟით მიღებული ნამუშევრებითაა ცნობილი, კომპანია „აუდიმ“ სარეკლამო ფოტოების გადაღება უკვე მეორედ დაუკვეთა, შედეგად კი კვლავ შთამბეჭდავი ნამუშევრები მიიღო.

კრეატიულმა ფოტოგრაფმა „აუდის“ 50 000 აშშ დოლარად შეფასებული მანქანის სარეკლამოდ არანაირი „ფოტოშოპი“ და სხვა კომპიუტერული ეფექტი, არამედ მხოლოდ განათება, პრაქტიკული მეთოდები და რაც მთავარია, ნამდვილი ავტომობილის ნაცვლად, მისი 1:43-მასშტაბიანი მინიატურული მოდელი გამოიყენა.

„როგორც წესი 1:18 მასშტაბის მოდელებს ვიყენებ, მაგრამ Q2-ის ფოტოებისთვის უფრო მცირე ზომის მოდელი პირველად გამოვიყენე“ - აღნიშნა ერნანდეს როდრიგესმა, რომელმაც ფოტოების გადასაღებად მხოლოდ მანათობელი დიოდები, მუყაოს ქაფი, პოლვო ფინო და ზუმფარის ქაღალდი გამოიყენა, რითაც მინიატურული უდაბნოს გარემო შექმნა.

აღსანიშნავია, რომ ფელიქს ერნანდეს როდრიგესმა კომპანია „აუდისთვის“ მსგავსი რეკლამა უკვე მეორედ გადაიღო. 

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]