კოლორადოს შტატის მთებში მათი მოგზაურობის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათ შესახებ ახლახანს „ბი-ბი-სიმაც“ დაწერა.
ჰენრისა და ბალუს პატრონები სინტია და ანდრე არიან. თავშესაფრიდან წამოყვანის შემდეგ მათ ჰენრისთვის „ინსტაგრამში“ ცალკე პროფილი შექმნეს, რომელმაც სამი წლის განმავლობაში 30 ათასზე მეტი გამომწერი მოაგროვა. გამომწერების რაოდენობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც სინტიამ და ანდრემ თავშესაფრიდან კატა ბალუც წამოიყვანეს. სინტიას თქმით, ბალუ დანახვისთანავე მიეკედლა ჰენრის და მას შემდეგ განუყრელი მეგობრები არიან.