რეჟისორ ჯონ ტარტელტაუბის (National Treasure, National Treasure 2, The Sorcerer's Apprentice, Last Vegas) სამგანზომილებიანი ფილმი 2 მარტს უნდა გამოსულიყო, თუმცა პრემიერა 10 აგვისტომდე გადაიდო. „მეგის“ პირველი ვიდეოკადრები უახლესი ტრეილერით ახლახანს გამოქვეყნდა.
ფილმი 1997 წელს გამოცემული იგივე სახელწოდების მქონე რომანის მიხედვით შეიქმნა. იგი ახალ ზელანდიასა და ჩინეთში გადაიღეს. მისი გამოსვლა ჯერ კიდევ 2006 წელს იგეგმებოდა, როდესაც რეჟისორად საშინელებათა ფილმებით სახელგანთქმული ელაი როტი მოიაზრებოდა.