weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჰაკერებმა YouTube-დან “Despacito” წაშალეს

15:34 სამშაბათი, 10 აპრილი 2018

რეგიტონ-პოპის ჟანრის ჰიტი “Despacito”, რომელსაც პუერტო რიკოელი მუსიკოსები, ლუის ფონსი და დედი იანკი ასრულებენ, YouTube-ზე ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა - გასულ წელს გამოსული სინგლის რეკორდსმენი ვიდეოკლიპი, რომელიც ინტერნეტში ყველაზე მეტი ნახვის მქონე ვიდეო იყო, ჰაკერებმა წაშალეს.

ლუის ფონსის ოფიციალურ გვერდზე ატვირთულ კლიპს ბოლო მომენტისთვის 5 მილიარდზე მეტი ნახვა ჰქონდა, რამდენიც YouTube-ზე აქამდე არცერთ კლიპს არ ჰქონია.

ჰაკერებმა, სახელად Prosox და Kuroi'sh, ვიდეოკლიპის კადრი, ე.წ. თამბნეილი შეცვალეს და იარაღმომარჯვებული ნიღბიანი ადამიანების ფოტო დატოვეს.

ხსენებული სიმღერის გარდა ასევე წაშლილია შაკირას, ტეილორ სვიფტის, სელენა გომესის და სხვა ცნობილი შემსრულებელების ორიგინალი ვიდეოკლიპები, რომელთაც ასობით მილიონი ნახვა ჰქონდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]