„გარდიანის“ მიერ გამოქვეყნებული ფოტო-კოლაჟიდან არჩეულ საუკეთესო ფოტოებზე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილის მკვიდრი ცხოველები და ფრინველებია დაფიქსირებული.
Alamy - რქასქელი ცხვარი (Onychocola canadensis) ჩალისში, აიდაჰოს შტატი.
ჟაკლინ მარტინი - ბეღურა ვაშინგტონის ქუჩაში არსებულ გუბურაში, რომელშიც გაყვავებული ალუბალი ირეკლება.
ვიქტორ მორიამა - რევუნი, იგივე ბუგიო, იგივე ჰაულერის მაიმუნი (Aloautta) ბრაზილიაში.
ქრის სტრიკლენდი - ევროპული რუხი კურდღელი (Lepus europaeus) ინგლის-შოტლანდიის საზღვრის მახლობლად არსებულ ფერმაში.
ძიან ვენიაო - იაკი ალთუნის მთების (ალთინ თაღი) ნაკრძალში, ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში მდებარე სინძიანის რეგიონში.
მეი იონცუნი - თეთრი ბოლოქანქარა (Motacilla alba) ჩინეთში, ჰენანის პროვინცია.
ენდრიუ სატონი - კაშალოტების (Physeter catodon) ახალაღმოჩენილი პოპულაცია ინდოეთის ოკეანეში.
AP - ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულის ნაპირზე გამორიყული შავი დელფინები, იგივე გრინდები.
ნაომი როე - შიმპანზეები ზამბიაში, ჩინგოლას ოლქში.