weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

როზამუნდ პაიკი სერიალში პრინცესა დიანას განასახიერებს

11:44 ხუთშაბათი, 12 აპრილი 2018

ოსკარის ნომინანტი ინგლისელი მსახიობი როზამუნდ პაიკი სერიალში „მტრობა“ (Feud) სამსახიობო გუნდს შეუერთდა. ტელეარხ FX-ის პროექტის მეორე სეზონი პრინცი ჩარლზისა და პრინცესა დიანას ურთიერთობაზე იქნება, 39 წლის მსახიობს სწორედ ლედი-დის როლი ხვდა წილად.

„მტრობის“ ახალ სეზონს „ბუკინგემის სასახლე“ ერქმევა და მასში 10 სერია შევა.  ახალ სეზონში დიანასა და პრინცის ურთიერთობა დაშორების შემდეგ იქნება ნაჩვენები და ყურადღება გამახვილდება 1997 წელს პრინცესას ტრაგიკულ გარდაცვალებაზე. პრინცი ჩარლზის როლზე მეთიუ გუდი მოიაზრება.

სერიალის სცენარისტი და შოურანერი კვლავ რაიან მერფი იქნება.

შეგახსენებთ, რომ „მტრობის“ პირველი სეზონი სათურად „ბეტი და ჯოანი“ 2017 წელს გამოვიდა. მასში მთავარი როლები სიუზენ სარანდონმა და ჯესიკა ლანგმა შეასრულეს, რომლებიც ჰოლივუდის ვარსკვლავებს, ბეტი დევისსა და ჯოან კროუფორდს ასახიერებდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]