weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დონი იენი „მულანის“ ახალ ეკრანიზაციაში ითამაშებს

13:50 ხუთშაბათი, 12 აპრილი 2018

ცნობილი ჰონ კონგელი მსახიობი და საბრძოლო ხელოვნების ოსტატი დონი იენი მონაწილეობას მიიღებს სტუდია „დისნეის“ მორიგ რიმეიქში, რომელიც კლასიკურ მულტფილმ „მულანის“ კინოვერსია იქნება.

„მულანში“ მთავარ როლს 31 წლის ჩინელი მსახიობი და მოდელი იფეი ლიუ შეასრულებს, დონი იენი კი მთავარი გმირის მენტორს, სამხედრო მეთაურს განასახიერებს.

ფილმს ახალ ზელანდიელი ქალი რეჟისორი ნიკი კარო (Whale Rider, North Country, The Vintner's Luck, The Zookeeper’s Wife) გადაიღებს. „მულანის“ პრემიერა 2020 წლის მარტში შედგება.

შეგახსენებთ, რომ „მულანი“ სტუდია „დისნეის“ კლასიკური მულტფილმის მიხედვით გადაღებული რიგით მე-9 კინორიმეიქი იქნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]