პატარა პაბში მომსახურე პერსონალი მარიოსა და ლუიჯის გარეგნობით გამოიუყრება, ირგვლივ კი ყველაფერი ცნობილი 8-ბიტიანი თამაშის სამყაროდანაა.
„მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონელი ვარ, იაპონია ყოველთვის იყო შთაგონების წყარო ჩემთვის, ალუბლის ყვავილობას კი ყოველწლიურად ბევრი ელის. პოპ-აპ ბარი, სადაც მარიოს სამყაროს ფონზე კლასიკურ კოქტეილებს მიირთმევთ, ნოსტალგიასაც მოგგვრით“, - ამბობს დერეკ ბრაუნი, კომპანია The Drink Company-ს წარმომადგენელი, რომელმაც მარიოს ბარი გახსნა.