პულიცერის პრემიის ჟიურის აზრით, რეპერის ალბომი აფრო-ამერიკული ცხოვრების სირთულეს ასახავს და დასაფასებელია კენდრიკ ლამარის მუსიკის ლირიული შინაარსი, ასევე ჰიპ-ჰოპის, რეპის, ჯაზის, სოულისა და აფრიკული ჟღერადობების შერწყმა სიმღერებში.
აღსანიშნავია, რომ პულიცერის პრემია მუსიკაში პირველად მოიგო არაკლასიკურ ჟანრის ნამუშევარმა.
შეგახსენებთ, რომ პრესტიჟული ამერიკული ჯილდო პულიცერის პრემია, რომელიც უნგრელი-ებრაელი წარმოშობის ამერიკელი გამომცემლის, ჯოზეფ (იოჟეფ) პულიცერის სახელობისაა და 1917 წლიდან გაიცემა, ყოველწლიურად აჯილდოებს გაზეთის, ჟურნალის, ონლაინ ჟურნალისტიკის, ლიტერატურისა და მუსიკის წარმომადგენლებს.