ახალი მძაფრსიუჟეტიანი სათავგადასავლო ფილმის წარმოება კიდევ ერთხელ გააერთიანებს სპილბერგის კუთვნილ კომპანია Amblin Entertainment-სა და კომპანია „უორნერ ბრაზერსს, რომლებმაც ერთად გადაიღეს რეჟისორის ბოლო ფილმი - Ready Player One.
Blackhawk-ის სცენარს დევიდ კეპი დაწერს, რომელსაც სტივენ სპილბერგთან უკვე უმუშავია ფილმებზე: Jurassic Park, The Lost World: Jurassic Park, War of the Worlds, Indiana Jones and the Kingdom of the Crystal Skull.
ფილმის სიუჟეტი ნაცისტურ გერმანიასთან მებრძოლ გამბედავ სამხედრო მფრინავებზეა. ხსენებულ გმირებზე პირველი კომიქსი 1941 წელს გამოიცა.