მაიმუნებმა კასრი კიბის მსგავსად გამოიყენეს, საპყრობილის ეზოს კედელთან მიაგორეს, ზედა ავიდნენ და გადახტნენ.
ინციდენტის დროს ოთხმა ბაბუინმა კასრი საპყრობილის კედელთან მიაგორა. კედელზე ასვლის შემდეგ ჯგუფის ერთ-ერთ წევრს როგორც ჩანს, სხვა აზრი გაუჩნდა და უკან დაბრუნდა, თუმცა დანარჩენი სამი მაიმუნი ასეთი მშვიდი როდი აღმოჩნდა - მათ ადვილად გადალახეს შედარებით მარტივი ბარიერი - ინსტიტუტს გარშემორტყმული ღობე და გზაზე გაიჭრნენ, სადაც მათ მძღოლები და მგზავრები გაოცებული უყურებდნენ.
20-წუთიანი დევნის შემდეგ ინსტიტუტის ჯგუფმა ბაბუინები დაიჭირა და უკან უსაფრთხოდ დააბრუნა.
დაწესებულებაში მეცნიერებს 1100-მე ცხოველი ჰყავთ. კასრები მათ რამდენიმე თვის წინ საკვების მოპოვების ინსტინქტთა და ქცევათა გაუმჯობესების მიზნით შეიტანეს.