weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ადამიანი-ობობას რიგით მესამე კინოისტორია

14:47 ხუთშაბათი, 25 მაისი 2017

ტობი მაგუაირისა და ენდრიუ გარფილდის შემდეგ, 20 წლის ინგლისელი მსახიობი ტომ ჰოლანდი მესამეა, რომელიც პიტერ პარკერის, იგივე ადამიანი-ობობას როლს შეასრულებს კომპანია „მარველის“ ყველაზე პოპულარულ სუპერგმირზე შექმნილ ახალ კინოკომიქსებში.

სპაიდერ-მენის რიგით მესამე კინოისტორია ამჯერად „შურისმაძიებლების“ - კაპიტანი ამერიკის, რკინის კაცის, ჰალკის, თორისა და შავი ქვრივის მხარდამხარ, პარალელურად ვითარდება. მოგეხსენებათ, ტომ ჰოლანდის მიერ შესრულებული ადამიანი-ობობა უკვე გამოჩნდა ე.წ. „მარველის კინოსამყაროს“ ერთ-ერთ ნაწილ ფილმში - Captain America: Civil War. რაც შეეხება „სპაიდის“ შესახებ გადაღებულ ახალ სოლო ფილმს - Spider-Man: Homecoming, იგი მსოფლიო კინოეკრანებზე 7 ივლისს გამოვა. მასში ადამიან-ობობას ბრძოლა ადრიან ტუმისთან, იგივე სვავთან მოუწევს, რომლის როლსაც მაიკლ კიტონი ასრულებს. მაყურებელი ფილმში ასევე იხილავს უკვე კარგად ნაცნობ რკინის კაცსა და კაპიტან ამერიკას.

ფილმის რეჟისორი ნაკლებად ცნობილი ახალგაზრდა რეჟისორი ჯონ უოტსია, რომელსაც აქამდე მხოლოდ ორი მხატვრული ფილმი (Clown, Cop Car), მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრები, სატელევიზიო ფილმები და ტელესერიალის ეპიზოდები ჰქონდა გადაღებული.

შეგახსენებთ, რომ ახალ ფილმამდე ადამიან-ობობაზე უკვე არსებობდა ტრილოგია და დილოგია, რომელთა რეჟისორები, შესაბამისად სემ რაიმი და მარკ უები იყვნენ, მაგრამ კომპანია „მარველმა“ სხვაგვარად გადაწყვიტა მისი ყველაზე პოპულარული კომიქს-პერსონაჟის კინოში განვითარება და ისტორია ახლიდან, უკვე მესამედ დაიწყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]