ესპანელმა მსახიობმა ასაკოვან რეჟისორს, რომელთან ერთადაც 2008 წლის წარმატებულ რომანტიკულ კომედია „ვიკი კრისტინა ბარსელონაზე“ იმუშავა, ფრანგულ გამოცემა Paris Match-თან საუბარში დაუჭირა მხარი.
შეგახსენებთ, რომ ვუდი ალენის მიმართ ბოლო დროს კიდევ ერთხელ აგორდა კრიტიკის ტალღა მის წინააღმდეგ არსებული სექსუალური ძალადობის ძველი ბრალდების გამო.
უამრავმა კინოხელოვანმა ვუდი ალენთან თანამშრომლობა გაწყვიტა, ზოგმა მსახიობმა კი რეჟისორთან მუშაობას შეცდომა უწოდა.