10) Vauxhall XVR - „ვოქსჰოლის“ დიზაინერებმა ავტომობილისთვის ლეგენდარული „კორვეტის“ კონცეპტი გამოიყენეს, თუმცა წარმოების დაწყებას მანაც ვერ უშველა.
9) Bugatti Galibier - სანამ „ვეირონი“ გამოვიდოდა, „ბუგატის“ შემქმნელებმა უამრავი ფორმის გარეგნობაზე იმუშავეს, ერთ-ერთი მათგანია „პორშე პანამერას“ მსგავსი ოთხკარიანი ჰეჩბექი Bugatti Galibier.
8) Lamborghini Estoque - კიდევ ერთი ოთხკარიანი ავტო, რომლის წარმოებაც „ლამბორგინი ურუსის“ გამო ვერ მოხერხდა.
7) Lamborghini Miura Spyder - ათეულში ერთ-ერთი ძველი კონცეპტი აგრთვე „ლამბორგინისაა“. კითხვაზე: რა იქნებოდა „მიურასთვის“ სახურავი რომ მოგვეჭრა? პასუხი მარტივია: ცოტა მოტორტმანე-მოყანყალე მანქანას მივიღებდით.
6) Jaguar XK180 - ბრიტანული მედია ამაოდ ევედრებოდა „იაგუარს“ შეექმნა აღნიშნული სერია, თუმცა ამაოდ.
5) Volkswagen Microbus - არსებობს 2015 წლის „ფოლკსვაგენის“ მიკრობუსი სახელად „კალიფორნია“, თუმცა აღნიშნული მოდელის დიზაინი უკეთ გამოიყურება. იგი ელექტრომობილად მაინც მოევლინა სამყაროს
4) Lotus Esprit - როდესაც „ლოტუსმა“ მორიგი ახალი სერიის წარმოების შესახებ განაცხადა, მთელი მსოფლიო აღრფთოვანდა, თუმცა დრო გავიდა და აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ აუხდენელი ოცნება იყო.
3) Mini Rocketman - მინის მინი „როკეტმენი“ „სმარტის“ კონკურენტი და უდიდესი ჰიტი თავისუფლად გახდებოდა.
2) Nissan IDx - ავტომობილი უდავოდ საუცხოო ფორმითა და „დატსან 510“-ის შთაგონებით შექმნილი დიზაინით „ნისანისთვის“ საწარმოებლად ძვირი აღმოჩნდა.
1) Jaguar C-X75 - „იაგუარი“ უარყოფს, რომ ამ მოდელის წარმოებაზე უარი წინა სერიის, „იაგუარ XJ220“-ის ჩავარდნამ ათქმევინა. ასეა თუ ისე, კონცერნმა „პორშეს“, „მაკლარენისა“ და „ფერარის“ სერიების პარალელურად აღარ ისურვა მსგავსი სერიის გამოშვება, თუმცა იგი მსოფლი