weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ევროპის 20 სამთო და ტბაზე დასასვენებელ ადგილს შორის სვანეთი მოხვდა

15:57 შაბათი, 21 აპრილი 2018

პრესტიჟული ბრიტანული გაზეთი The Guardian ევროპაში მდებარე იმ 20 ადგილის შესახებ დაწერილ სტატიას აქვეყნებს, სადაც ვიზიტორს ტბაზე ანდა მთაში დასვენება შეუძლია. მრავალფეროვან სამოგზაურო დანიშნულების ადგილებს შორის „გარდიანის“ რჩეული სვანეთიც გახდა.

„კავკასიაში მდებარე სვანეთის რეგიონში სოფლიდან სოფლამდე ფეხით სიარული გაგაოცებთ და დაგარწმუნებთ, თუ რატომ მოგწყინდათ ალპები. საკვები აქ გემრიელი და იაფია, ხალხი - წარმოუდგენლად სტუმართმოყვარე (გამასპინძლება ადგილობრივი ალკოჰოლური სასმლით - „ჭაჭა“), თოვლით დაფარული მთის წვერები კი 4000 მ სიმაღლეზეა.“ - ასე აფასებს ბრიტანული გამოცემა „ალპების ალტერნატივად“ წოდებულ სვანეთს.

„გარდიანის“ სტატიაში სვანეთის გარდა, შეხვდებით ბასკეთის მაღალმთიანეთს, ავსტრიის შტატ ფორარლბერგს, მონტენეგროში მდებარე ტბა სკადარს, კანარის კუნძულებს და სხვა ადგილებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]