Jaguar E-Type - მანქანა, რომლითაც „იაგუარმა“ ორ უდიდეს გმირობას მიაღწია: ის არამხოლოდ განსაზღვრული სპორტქარია, არამედ ისიც, რომლის ყოლასაც ბევრი ახერხებს. პირველად 1961 წელს ჟენევის მოტორშოუზე წარმოდგენილ ავტომობილს განსაცვიფრებლად დაბალი ფასი - 2000 ფუნტ
Range Rover - მოტორინგის ისტორიაში ყველაზე მოულოდნელი რევოლუცია 1970 წელს მოხდა, როდესაც სპენ კინგმა გორდონ ბეშფორდის „ლენდ როვერის“ გაფართოების გეგმა გააცოცხლა და უფრო დიდი და მძლავრი მოდელი შექმნა, რომელიც დღემდე ავანგარდშია.
Ford GT40 - ცნობილი მოდელი ენცო ფერარისადმი შურისძიების მაგალითად ითვლება, რომელმაც მოდელის შექმნაზე მოლაპარაკებები გაწყვიტა და საქმე შუა გზაზე მიატოვა.
Austin Seven - 1922 წლიდან 1939 წლამდე 300 000 ეგზემპლიარად გამოშვებული ავტომობილი ელიტურად ითვლებოდა მისი ხელმისაწვდომობის, სიმარტივისა და საიმედოობის გამო.
Mini Cooper S - სერ ალექსანდროს ისიგონისის მიერ შექმნილი ავტო-შედევრი ათეულში მყოფ მანქანებიდან ყველაზე მეტი ჯილდოსა და ნომინაციის მქონეა. ყოველთვის იყო დაფასებული მისი ინჟინერია და შეფუთვა.
Rolls-Royce Silver Ghost - მოდელი, რომელიც მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ავტომობილად ითვლება, 1906 წლიდან 1925 წლამდე გამოდიოდა და იმ დროისთვის თითქმის შეუძლებელ, დახვეწილ ტექნოლოგიებს მოიცავდა.
Lotus Seven - როდესაც კოლინ ჩეპმენი ერთ კვირას ანდომებდა „ლოტუს“ Mark VI-ის „სუპერ სევენად“ გარდაქმნას, ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ ავტომობილი 60 წლის შემდეგაც ყველა სეგმენტში იქნებოდა აქტუალური.
Jaguar XKSS - დღეისთვის არსებული 16 ეგზემპლიარის მქონე მოდელი 10 მილიონი ფუნტ-სტერლინგი ღირს. „იაგუარის“ მცდელობა, D-ტიპის სარბოლო მანქანა 50-იან წლებში გადაეტანა, ზე-წარმატებული გამოდგა.
Bentley Speed Six - ავტომობილი, რომელიც მოწმობს და ადასტურებს დაუოკებელ „ბენტლის ბიჭების“ უდიდეს წარმატებას ლე მანის რბოლებში.
McLaren F1 - წინა თაობებში არცერთ მანქანას არ გამოუწვევია იმხელა ხმაური, როგორიც - „მაკლარენ F1”-ს. უამრავი რეკორდის მქონე მანქანა საუკეთესო მაგალითია საინჟინრო მიღწევებისა, როდესაც ფული გადამწყვეტი არაა.